ჟურნალი „სარკე“

ჟურნალის შესახებ: ყოველკვირეული ჟურნალი ”სარკე” 1997 წლიდან გამოდის. ჟურნალის გამომცემელი შპს „ჟურნალი სარკეა“, რომელსაც იოსებ გოგინაშვილი (52 პროცენტი), დალი სანაია (24 პროცენტი) და მედეა სანაია (24 პროცენტი) ფლობენ. ჟურნალის ხელმძღვანელი დალი სანაიაა, რედაქტორი - მედეა სანაია, კომერციული დირექტორი კი - ვაჟა შენგელია.            

ჟურნალი ოთხშაბათობით გამოდის და მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. გამოცემის ტირაჟი 30 ათასიდან - 40 ათასამდე ეგზემპლარია, გვერდების რაოდენობა - 100, ღირებულება კი 1 ლარი. ჟურნალი „სარკე“ ქართულენოვანია.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: ჩუბინაშვილის ქ. № 50, თბილისი 0164

ტელეფონი:  (032) 296 75 46; (032) 296 75 36, 599 17 70 84 (ვაჟა შენგელია)